Bloomberg: ბაიდენი უკრაინაში ელჩად ბრიჯიტ ბრინკს წარადგენს

 

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბრიჯიტ ბრინკს უკრაინაში ელჩად წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს

ბრინკი კარიერული დიპლომატია, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

2019 წლიდან ის აშშ-ის ელჩია სლოვაკეთში. წარსულში ის სერბეთში, უზბეკეთსა და საქართველოში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა.

თეთრი სახლი ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

2018 წლის დეკემბერში Foreign Policy-ზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც საუბარი იყო, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე განიხილებოდა, თუმცა ის ქართულმა მხარემ დაბლოკა. მიზეზად ბრინკსის პოზიტიური განწყობა დასახელდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

საპასუხოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ოფიციალური თბილისი ამ პროცესში არ ერევა.

ბრინკი საქართველოში 2011-2014 წლებში მუშაობდა.

 

მსგავსი სიახლეები