13:22 | 15 სექტემბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი
FT: ტრამპმა შეთანხმების გამოცხადება იჩქარა, პუტინი არ გეგმავს დარტყმების შეჩერებას ზამთარში
დონალდ ტრამპის გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომ რუსეთმა და უკრაინამ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს - რუსეთმა და უკრაინამ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები გაცვალეს.
ვითარების არსი: ამერიკელი პრეზიდენტის განცხადებიდან რამდენიმე საათი იყო გასული, როდესაც რუსულმა დრონებმა დარტყმები მიიტანეს ხარკივისა და კიევის ოლქში მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე.
- უკვე ღამის საათებში უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს სიზრანისა და სამარის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს.
ჩაშლილად: ბრიტანული Financial Times-ის წყაროების ცნობით, ტრამპის განცხადება უკვე მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოულოდნელი იყო ორივე მხარისთვის - "პრეზიდენტმა იჩქარა"- ამბობს ერთ-ერთი წყარო.
- წყაროების ცნობით, მხარეები დაუბრუნდნენ ენერგეტიკულ ობიექტზე დარტყმებზე მორატორიუმის გამოცხადების იდეას, რომელიც პირველად გასულ წელს გაჟღერდა, თუმცა შეთანხმება ჯერ არ არსებობს - ამერიკელი პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას "ტრამპის ექსპრომტს" უწოდებენ მედია АГЕНСТВО-ს წყაროები კრემლში.
- იმავე Financial Times-ის წყაროები კრემლში ამბობენ, რომ პუტინი არ აპირებს დარტყმების შეჩერებას ენერგეტიკულ ობიექტებზე და დარწმუნებულია, რომ ზამთრის პერიოდში ამგვარი შეტევები გაზრდის წნეხს კიევზე და დაასუსტებს მის პოზიციას მოლაპარაკებების მაგიდასთან.
კონტექსტი: ტრამპის განცხადებას მალევე გამოეხმაურა უკრაინელი პრეზიდენტი, რომელმაც განაცხადა, რომ კიევი პარტნიორებისგან კონკრეტიკას ელოდება და საუბარია დარტყმების შეჩერებაზე კრიტიკულ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
- გასულ დღეებში დონალდ ტრამპმა დიზელის საწვავზე გაზრდილი საერთაშორისო ფასების მიზეზად რუსულ გადამამუშავებელ საწარმოებზე უკრაინული დარტყმები დაასახელა და თქვა, რომ "პრეზიდენტ ზელენსკის სხვა სამიზნეები უნდა შეერჩია."