ბორელი: კიევში უკრაინელებისთვის ძლიერი მხარდაჭერის საჩვენებლად ჩამოვედი
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი კიევში ჩავიდა. მან 2 თებერვალს Twitter-ზე კიევის რკინიგზის სადგურიდან ფოტო გამოაქვეყნა.
"კიევში ჩავედი, რათა ევროკავშირის მხარდაჭერის ყველაზე ძლიერი სიგნალი გადავცე ყველა უკრაინელს, ვინც იცავს თავის ქვეყანას. რუსეთის აგრესიის დაწყებიდან, ევროკავშირის დახმარებამ 50 მილიარდ ევროს მიაღწია. ევროპა უკრაინასთან ომის პირველივე დღიდან გაერთიანდა. და თქვენთან ერთად იქნება, რომ გაიმარჯვოთ და ქვეყანა აღადგინოთ." – განაცხადა მან.
3 თებერვალს კიევში უკრაინა-ევროკავშირის სამიტი გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის "ევროპული ინტეგრაციის კვირეული" გამოაცხადა.
2 თებერვალს კიევში ასევე ჩავიდა ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისრების დელეგაცია.