დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

04:57 | 20 სექტემბერი, 2026

ტრამპის თქმით, ამერიკაში "ხელოვნური ინტელექტის ძალებს" შექმნიან

დონალდ ტრამპი ხელოვნური ინტელექტის ძალების შექმნას აანონსებს და ამბობს, რომ უკვე ეძებს ახალი უწყების ხელმძღვანელის კანდიდატს.

ვითარების არსი: ამის შესახებ ამერიკელი პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელში (Truth) წერს. ტრამპის განცხადებას წინ უძღოდა ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების დამფუძნებელთა მოწოდებები ტექნოლოგიის განვითარების შენელებასა და ჩარჩო რეგულაციების შემოღებაზე.

  • "მე ვქმნი ხელოვნური ინტელექტის ძალებს, თითქმის ზუსტად ისევე, როგორც პირველ ვადაში შევქმენი კოსმოსური ძალები, რაც უდიდესი წარმატებაა“, - წერს ტრამპი.
  • ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება ახალი უწყების სტრუქტურა ან რა იქნება მისი ბიუჯეტი, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკელი პრეზიდენტი მიანიშნებს, რომ ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე ცალკე ფედერალური უწყება შეიქმნება.

ჩაშლილად: ცოტა ხნით ადრე გავრცელებულ მოწოდებებს ტექნოლოგიის განვითარების შენელების აუცილებლობაზე ტრამპმა "შეთქმულება" უწოდა და თქვა, რომ საფრთხეებისგან თავის ასაცილებლად საკმარისია "ჭკვიანი პრეზიდენტი".

  • ამერიკელი პრეზიდენტი იზიარებს აზრს, რომ რეგულაციები ხელიშემშლელი იქნება ჩინეთთან ახალი ტექნოლოგიების განვითარებისთვის მიმდინარე რბოლაში.
  • მოსალოდნელია, რომ ახალი უწყების შესახებ დონალდ ტრამპისა და ამერიკის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების მმართველების მოახლოებულ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

კონტექსტი: ხელოვნური ინტელექტის უკონტროლო განვითარებასთან დაკავშირებული შიშები განსაკუთრებით გამძაფრდა მას შემდეგ, რაც კომპანია OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტებმა პირველი მასშტაბური, კოორდინირებული თაღლითობა ჩაიდინეს.

  • ბოლო კვირებში ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების მოთხოვნით გამოვიდნენ დარგის წამყვანი კომპანიების ლიდერები: დარიო ამოდეი (Anthropic) და სემ ალტმანი (OpenAI); მსგავს ზომებს მხარი დაუჭირა Google-ის ხელოვნური ინტელექტის მიმართულების უფროსმა, დემის ჰასაბისმაც.

ასევე ნახე