დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

16:10 | 19 სექტემბერი, 2026

Google-ის ხელოვნურმა ინტელექტის მოდელი გამოცდის დროს 3 კომპანიას დაესხა თავს

სისტემის უსაფრთხოების გამოცდის ფარგლებში კომპანია Google-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელი (Gemini) დაუკავშირდა ინტერნეტს და წარმატებით დაესხა თავს 3 კომპანიის ვებ-გვერდს. 

ვითარების არსი: ინციდენტი მიმდინარე წლის მაისში მოხდა, თუმცა მის შესახებ ცნობილი გასულ კვირას Wall Street Journal-ის გამოძიებიდან გახდა ცნობილი. 

  • ეს პირველი მსგავსი, ცნობილი შემთხვევაა ტექნოლოგიურ გიგანტში - ამას წინ უძღოდა OPENAI-ის და Anthropic-ის მოდელების მიერ განხორციელებული სხვა კიბერთავდასხმები. 

ჩაშლილად: გამოცდის ავტორი კომპანიის (Irregular) განცხადებით, სიმულირებულ გარემოში ჩანერგილ ხელოვნური ინტელექტის აგენტებს დაევალათ გამოგონილი კომპანიების კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვობა, ისე რომ ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდათ. 

  • მიცემული დავალების შესასრულებლად ხელოვნური ინტელექტის მოდელმა მოიპოვა წვდომა ინტერნეტზე და ამის შემდეგ შეძლო რეალური კომპანიების ფარული ინფორმაციის მოპოვება - ამ კომპანიებს იგივე სახელები ჰქონდათ რაც გამოგონილებს. 

  • მას შემდეგ რაც ხელოვნური ინტელექტის აგენტებმა გაიაზრეს, რომ რეალური კომპანიის ინფრასტრუქტურას დაესხნენ თავს მათ კიბერშეტევა შეწყვიტეს. 

დიდი სურათი: ხელოვნური ინტელექტის უკონტროლო განვითარებასთან დაკავშირებული შიშები განსაკუთრებით გამძაფრდა მას შემდეგ, რაც კომპანია OPENAI-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტებმა პირველი მასშტაბური კოორდინირებული თაღლითობა ჩაიდინეს. 

  • ბოლო კვირებში ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების მოთხოვნით გამოვიდნენ დარგის წამყვანი კომპანიების ლიდერები: დარიო ამოდეი (Anthropic) და სემ ალტმანი (OPENAI) - მსგავსს ზომებს მხარი დაუჭირა Google-ის ხელოვნური ინტელექტის მიმართულების უფროსმა, დემის ჰასაბისმაც. 

ასევე ნახე