ბორელმა ღაზაში პალესტინელების მკვლელობის გამოძიება მოითხოვა
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა ღაზაში პალესტინელების მკვლელობის გამოძიება მოითხოვა, რომლებიც 29 თებერვალს ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინისას მოკლეს.
"გასულ ხუთშაბათს, ასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და კიდევ ბევრი დაშავდა, როდესაც სასოწარკვეთილი ხალხი საკვების მიღებას ცდილობდა სატვირთოდან, მათგან ბევრი ისრაელის არმიის ცეცხლის შედეგად დაიღუპა," - თქვა მან.
ბორელმა ისრაელის არმიის ქმედებებს "გაუმართლებელი" უწოდა.
ევროკავშირი ინციდენტის მიუკერძოებელ საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს, რაც მოვლენის ნათელ სურათს წარმოაჩენს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ისრაელს აქვს ვალდებულება დაიცვას საერთაშორისო სამართალი და დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების განაწილება.
"ეს ძალიან სერიოზული ინციდენტი აჩვენებს, რომ ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდვა იწვევს დეფიციტს, ზრდის შიმშილსა და დაავადებების და სასოწარკვეთის დონეს, რაც ძალადობას იწვევს. გაჭიანურებული ბრძოლა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უგულებელყოფა შექმნის სრულ ქაოსს, რაც შეუძლებელს გახდის ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას." - აღნიშნა მან.
ისრაელელი სამხედროები უარყოფენ მშიერი ხალხისთვის ცეცხლის გახსნას და აცხადებენ, რომ უმეტესობა ჭყლეტის შედეგად დაიღუპა ან სატვირთო მანქანები დაეჯახა, როდესაც ისინი გაქცევას ცდილობდნენ.
ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ ისრაელელმა ჯარისკაცებმა მხოლოდ მცირე ჯგუფს ესროლეს, რომლებიც სატვირთო მანქანებს მოშორდნენ და საგუშაგოს დაემუქრნენ.
შედეგად ასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.
საფრანგეთმა უკვე მოითხოვა ინციდენტის გამოძიება.