ბრიტანელი მუსლიმების 46% მხარს უჭერს "ჰამასს" - კვლევა
ბრიტანეთში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ქვეყანაში მცხოვრებ ოთხიდან მხოლოდ ერთ მუსლიმს სჯერა, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს "ჰამასის" ტერორისტებმა ადამიანები მოკლეს და გააუპატიურეს.
JL Partners-ის მიერ ჩატარებულ კვლევას Telegraph აქვეყნებს.
ამავე კვლევის თანახმად, ბრიტანელი მუსლიმების 46% მხარს უჭერს პალესტინურ ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასს."
ლონდონში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის, ჰენრი ჯექსონის საზოგადოების დაკვეთით, კვლევა 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტიდან ექვსი თვის თავზე ჩატარდა, რომლის დროსაც დაახლოებით 3000 ტერორისტი შეიჭრა ისრაელის ტერიტორიაზე, 1200 ადამიანი მოკლა და 253 მძევალი აიყვანა.
გამოკითხვა აჩვენებს, რომ ბრიტანელი მუსლიმების თითქმის ნახევარი (46%) თვლის, რომ ებრაელებს ძალიან დიდი ძალაუფლება აქვთ.
ამასთანავე, ბრიტანელი მუსლიმების მესამედს (32%) სურს ქვეყანაში შარიათის კანონების ამოქმედება.
ახალგაზრდა და განათლებული მუსლიმები უფრო მეტად ფიქრობდნენ, რომ "ჰამასს" 7 ოქტომბერს არ ჩაუდენია სისასტიკე.