ბრიტანეთის პრემიერი ზელენსკის უკრაინის მხარდაჭერის გაორმაგებას დაჰპირდა
პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პირობა დადო, რომ ბრიტანეთი "გაორმაგებს" უკრაინის მხარდაჭერას.
ამის შესახებ The Guardian წერს.
გამოცემის ცნობით, ზელენსკი 19 ივლისს ბრიტანეთის მთავრობის საგანგებო სხდომას ესწრება.
ბრიტანეთის მთავრობა უკრაინის პრეზიდენტს ფეხზე მდგომი მიესალმა. 1997 წლის შემდეგ, ზელენსკი გახდა პირველი უცხოელი ლიდერი, ვინც პირადად დაესწრო ბრიტანეთის მთავრობის სხდომას.
"ეს არის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩვენთვის და მოხარული ვართ, რომ გხედავთ აქ. დიდი პარტივია მოგესალმოთ დაუნინგ სტრიტზე ამ დილით. ეს არის ნამდვილად ისტორიის ნაწილი." - თქვა სტარმერმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს "ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა" და რუსეთის აგრესია "უპატიებელია და დაუსჯელი არ შეიძლება დარჩეს."
სტარმერმა პირობა დადო, რომ გაერთიანებული სამეფო "გაორმაგებს" უკრაინის მხარდაჭერას და დაადასტურა, რომ დღეს დილით მიიღო მოწვევა, რათა მომავალში კვლავ ეწვიოს უკრაინას.
ერთი დღით ადრე გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-მ მიიღო უკრაინის პრეზიდენტი ბლენჰაიმის სასახლეში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში.
ზელენსკის პირველი შეხვედრა ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან გასულ კვირას, ვაშინგტონში ნატოს სამიტის ფარგლებში შედგა.