ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინამ შესაძლოა ჯამში მილიონი ჭურვი მიიღოს
ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, რომლითაც ევროპის გარეთ უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვები უნდა შეიძინონ, კიევი მილიონ ჭურვს მიიღებს.
ამის შესახებ იტალიური გამოცემა Corriere della Sera საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ 800 ათას ჭურვს შეიძენდნენ: 500 ათასი 155 მმ-იანი და კიდევ 300 ათასი 122 მმ-იანი, მაგრამ ჩეხმა ჩინოვნიკებმა კიდევ 200 ათასი ჭურვი იპოვეს.
"არ არის ცნობილი, რომელი ქვეყნებისგან იგეგმება შესყიდვა, თუმცა ვრცელდება ცნობები სამხრეთ კორეაზე, თურქეთზე და შესაძლოა, სამხრეთ აფრიკაზე." - წერს გაზეთი.
გარდა ამისა, Corriere della Sera-ს ცნობით, უკრაინამ ჭურვების პირველი პარტიები შეიძლება არა ივნისში, როგორც ადრე აცხადებდა ჩეხეთის მთავრობა, არამედ უკვე აპრილში მიიღოს.
ჩეხეთის ინიციატივას სულ 15 ქვეყანა შეუერთდა: გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ნორვეგია, შვედეთი, პორტუგალია, ბელგია, პოლონეთი და კანადა. ყველა მათგანმა საჯაროდ არ გამოაცხადა ზუსტად რა თანხას დახარჯავენ ჭურვების შესაძენად.
ჩეხეთი ხელმძღვანელობს ინიციატივას უკრაინისთვის მინიმუმ 800 ათასი ჭურვის შესაძენად, რაც პოტენციურად 1.5 მილიონამდე გაიზრდება.
28 მარტს ჩეხეთის მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა რა თანხას დახარჯავს სახელმწიფო მისივე ინიციატივით ჭურვების შეძენაში, თუმცა თანხის რაოდენობა არ გასაჯაროვებულა.