ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის გადაცემაზე აშშ-ს ბრალდებებს უარყოფს
ჩრდილოეთ კორეა უარყოფს, რომ რუსეთს იარაღი მიაწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "ცტაკ" ავრცელებს.
გავრელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ფხენიანი რუსეთთან არ აწარმოებს მოლაპარკებებს ამ საკითხზე და არც მომავალში გეგმავს.
"შეერთებული შტატების ასეთ ინტრიგებს ვაფასებთ, როგორც ჩვენი რესპუბლიკის იმიჯის შელახვის მცდელობას, საერთაშორისო ასპარეზზე" - ამის შესახებ ჩრ.კორეის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.
2 ნოემბერს, CNN-მა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუინიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ, ფხენიანი ფარულად აწვდიდა რუსეთს საარტილერიო ჭურვებს.
კირბიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ნიღბავს იარაღის გადაზიდვის რეალურ დანიშნულებას და ცდილობს შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ საბრძოლო ტექნიკას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში აგზავნის.