დაძაბულობის ზრდის ფონზე პუტინი და მაკრონი სატელეფონო საუბარს გამართავენ

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.

ამის შესახებ, განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა, რაც მოგიანებით, პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკომაც დაადასტურა.

ემანუელ მაკრონი მოსკოვს რამდენიმე დღის წინ ეწვია. საფრანგეთის პრეზიდენტისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა თითქმის ხუთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ხელშესახები შედეგების გარეშე დასრულდა. 

მოსკოვიდან ემანუელ  მაკრონი პირდაპირ კიევში გაემართა, სადაც უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 

 

მსგავსი სიახლეები