14:04 | 17 ნოემბერი, 2026 — აშშ
კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და სამედიცინო დახმარების პაკეტი გამოაცხადა
კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი 15 ნოემბერს უკრაინის ქალაქ ლვივს ეწვია და დაჭრილი უკრაინელების სამკურნალოდ შტატის სახელით ახალი ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი გამოაცხადა.
ვითარების არსი: პაკეტი მოიცავს 50-საწოლიან საველე სამედიცინო პუნქტს, რომელიც აღჭურვილია ჟანგბადის კონცენტრატორებით, ეტლებითა და სახვევებით; 1 300-ზე მეტ საავადმყოფოს საწოლს; 11 მილიონზე მეტ სახვევს; ათასობით პირველადი დახმარების ნაკრებს; დამცავ აღჭურვილობასა და 20 პორტატიულ გენერატორს.
- ეს მარაგები შტატის რეზერვებიდან უკრაინას კალიფორნიაში ბაზირებული ჰუმანიტარული ორგანიზაცია Direct Relief-ის მეშვეობით მიეწოდება.
- "უკრაინელ ხალხს ეს ომი არ აურჩევია. მათ აირჩიეს საკუთარი თავისუფლების, დემოკრატიისა და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლების დაცვა. მათმა სიმამაცემ თავისუფალი სამყარო შთააგონა. ამას ხანგრძლივი მხარდაჭერით უნდა ვუპასუხოთ. არცერთ ხალხს, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, არ უნდა უწევდეს იმაზე ფიქრი, მარტო დარჩა თუ არა. კალიფორნია უკრაინის გვერდით დგას." - ხაზი გაუსვა ნიუსომმა.
სტრიქონებს შორის: ის ასევე შეხვდა ლვივის ოლქის გუბერნატორს, მაქსიმ კოზიცკის. მათ ერთად მიაგეს პატივი დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცებს ლიჩაკივის სასაფლაოზე, სადაც ნიუსომი ჯარისკაცების დედებს გაესაუბრა.
- მან ასევე მოინახულა სარეაბილიტაციო ცენტრი Superhumans, რომელიც დაჭრილ უკრაინელებს მკურნალობს და პროთეზებით უზრუნველყოფს, ასევე ლვივში ბაზირებულ კლასტერ IRON-ში შემავალი თავდაცვითი კომპანიები, რომლებიც დრონებს, სახმელეთო რობოტებსა და საკომუნიკაციო აღჭურვილობას აწარმოებენ.
- ეს უკრაინის მიმართ კალიფორნიის პირველი კონტრიბუცია არ არის. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ თვეებში შტატმა ქვეყანას ხუთი საველე სამედიცინო პუნქტი და დამცავი აღჭურვილობა გადასცა.
- ამ ვიზიტამდე ნიუსომი თურქეთში გამართულ გაეროს კლიმატის კონფერენცია COP31-ზე გამოვიდა და პოლონეთსაც ეწვია.
დიდი სურათი: ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ, აშშ-მა უკრაინის პირდაპირი სამხედრო დახმარება შეწყვიტა.
- ნიუსომმა უკრაინაში ჩასვლა და ქვეყნის დახმარების გაგრძელებმა გადაწყვიტა მისი შტატის დონეზე, რათა ეჩვენებინა კალიფორნიის მზაობა, დარჩეს "სტაბილურ პარტნიორად, ვაშინგტონში მიმდინარე მკვეთრი პოლიტიკური რყევების მიუხედავად."
- "არცერთ ხალხს, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, არ უნდა უწევდეს იმაზე ფიქრი, მარტო დარჩა თუ არა," - დაწერა ნიუსომმა სოციალურ ქსელში.
კონტექსტი: ნიუსომის გუბერნატორობის ვადა წელს იწურება და ბევრი ვარაუდობს, რომ ის 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას განიხილავს.
- სექტემბერში მან CNN-ის ჟურნალისტ ჯეიკ ტეპერს განუცხადა, რომ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, თუ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ამ პოსტისთვის ბრძოლას მეორედ გადაწყვეტდა.
- ამის მიუხედავად, ნიუსომი დემოკრატიულ პარტიაში კვლავ მნიშვნელოვან ფიგურად რჩება - იგი ეროვნული სიმდიდრის გადასახადის შემოღებას უჭერს მხარს და მონაწილეობს ისეთ გეოპოლიტიკურ ღონისძიებებში, როგორებიცაა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, გაეროს კლიმატის კონფერენცია და COP31.