დანიელი სამხედროები უკრაინაში წვრთნებისთვის გაემგზავრებიან

დანიის შეიარაღებული ძალები სამხედრო დანაყოფებს უკრაინაში საწვრთნელად გაგზავნიან, საუბარია დრონებთან ეფექტურად ბრძოლის გამოცდილების ათვისებაზე. 

State Of Play: ამის შესახებ სამეფოს სახმელეთო ძალების მეთაურმა, პეტერ ბოისენმა განაცხადა. ბოისენის თქმით, უკრაინაში დანიელი სამხედროების რამდენიმე დანაყოფები გაემგზავრება და ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას საომარ მოქმედებებში. 

  • ჩვენი სამხედროები უკრაინაში მიემგზავრებიან არა იმისთვის, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ საომარ მოქმედებებში, არამედ გარკვეული გამოცდილების მისაღებად და ეს ჩემი უკრაინელი კოლეგის მოწვევით ხდება"- ამბობს ბოისენი. 

  • გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დანიელი გენერლის 2 ვიზიტი უკრაინაში, რომლის ფარგლებში ის უკრაინის შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრებშიც იმყოფებოდა. 

  • ბოისენის თქმით, დანიელი სამხედროები არ იქნებიან შეიარაღებულები და ისინი ფრონტის ხაზიდან მოშორებით, სავარაუდოდ დასავლეთ უკრაინაში მდებარე სასწავლო ცენტრებში გაივლიან მომზადებას. 

Big Picture: ბოისენის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას დანიაში რუსეთის საელჩოს მწვავე რეაქცია მოჰყვა. 

  • "უკრაინაში სამხედროების გაგზავნა, მათ შორის საბრძოლო გამოცდილების გაზიარების მიზნით, სულ უფრო ღრმად ითრევს დანიას მიმდინარე ომში, ამან შესაძლოა გამოიწვიოს კონფლიქტის უკონტროლო პროვოცირება"- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები