დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

18:00 | 05 ოქტომბერი, 2026 — რუსეთი

$20 ერთ ნომერში: რუსეთში პოტენციური ჯარისკაცების მონაცემები იყიდება

რუსეთში პოტენციური კონტრაქტორების პერსონალური მონაცემების ბაზარი გაჩნდა.

მონაცემებს მარკეტინგული სააგენტოები ყიდიან, ხოლო მყიდველები ჯარის დამქირავებლები (ე.წ. ვერბოვშიკები) არიან. - წერს გამოცემა "ვიორსტკა".

ვითარების არსი: რუსულმა მარკეტინგულმა სააგენტოებმა დამქირავებლებისთვის სატელეფონო ნომრების ბაზების გაყიდვა დაიწყეს.

  • სიებში ხვდებიან ის კაცები, რომლებიც იყენებენ უკრაინაში მიმდინარე ომის თემატიკის საიტებს, მიმართავენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ან მოხვედრილები არიან მოვალეთა სიებში.
  • ერთ-ერთი განცხადება გამოჩნდა სოციალურ ქსელ VK-ში, ჯგუფ "ვახტოვიკი როსიი", რომელშიც 27 ათასზე მეტი ადამიანია გაერთიანებული.
  • მსგავსი მარკეტინგული სააგენტოები ერთი ტელეფონის ნომერს 1700 რუბლად ყიდიან.
  • მარკეტინგული სააგენტოების დაპირების თანახმად, სიაში მოხვედრილი 100 ადამიანიდან, საბოლოოდ 3-4 აწერს სამხედრო კონტრაქტს ხელს.

ჩაშლილად: 2022 წლიდან ომისთვის ადამიანების რეკრუტირება კიდევ ერთ HR მიმართულებად იქცა, სადაც მარკეტოლოგები, ტარგეტოლოგები და კლიენტთა ბაზების გაფართოებით დაკავებული სხვა სპეციალისტები მუშაობენ.

  • ხელმოწერილი კონტრაქტისთვის რეკრუტიორებმა შესაძლოა 300-400 ათასი რუბლი მიიღონ.
  • "ამ თემაში დაუშვებელია ჩვეულებრივი ვაკანსიის მიდგომის გამოყენება". - იძლევა რჩევას მარკეტინგული სააგენტო, რომელმაც კანდიდატების ძიების დეტალური მეთოდური სახელმძღვანელო შეადგინა.
  • VK-ში ისინი რეკომენდაციას იძლევიან, რომ სამიზნე აუდიტორიად შეირჩნენ "სპორტსმენები, პატრიოტები და რეზერვიდან დათხოვნილები", ხოლო Telegram-ში ფსონი სამხედრო კორესპონდენტების არხებზე გაკეთდეს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე