დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

18:33 | 23 ნოემბერი, 2026 — აშშ

Nvidia-ის მმართველთა საბჭომ აღმასრულებელ დირექტორად ჯენსენ ჰუანგი აღადგინა

ამერიკული ტექნოლიგური გიგანტის, NVIDIA-ის მმართველთა საბჭომ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ჯენსენ ჰუანგი აღადგინა. 

ვითარების არსი: ამის შესახებ საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. 

  • "საბჭო მიიჩნევს, რომ ჯენსენი შესაფერისი ადამიანია კომპანიის სათავეში ჩასადგომად, ხოლო მისი დაბრუნება კომპანიის აქციონერების, თანამშრომლებისა და მომხმარებლების საუკეთესო ინტერესებშია"- ნათქვამია განცხადებაში. 

ჩაშლილად: განცხადებას საფონდო ბირჟების დადებითი რეაქცია მოჰყვა, NVIDIA-ს აქციების ფასი მოკლე დროში 29%-ით  გაიზარდა. 

  • "პატივი მაქვს დავბრუნდე NVIDIA-ში -  მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტექნოლოგიურ კომპანიაში ახალი ინდუსტრიული რევოლუციის მიჯნაზე. ამ პასუხისმგებლობას უდიდესი თავმდაბლობით და პასუხისმგებლობით ვიღებ"- ნათქვამია ჯენსენ ჰუანგის განცხადებაში. 

დიდი სურათი: საბჭოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დონალდ ტრამპის რამდენიმე განცხადება, რომელშიც ამერიკელი პრეზიდენტი კომპანიის მმართველთა საბჭოს მოუწოდებდა თანამდებობაზე დაებრუნებინა ჰუანგი. 

  • საბჭოს გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო. 

კონტექსტი: ჯენსენი ჰუანმა მის მიერ დაფუძნებული კომპანია გასულ კვირებში მის სასიყვარულო ურთიერთობებთან დაკავშირებული სკანდალების ფონზე დატოვა. ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, ჯენსენს რომანტიულ ურთიერთობები ჰქონდა სინგაპურული კომპანიის უფროსთან, ელის ჰუანგთან, რომელიც ჩინეთის დაზვერვის სამსახურის ჯაშუში იყო. 




price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე