დანილოვი Patriot-ების უკრაინისთვის გადაცემაზე: საკითხი ღიაა, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ების გადაცემის საკითხი, რომელიც გერმანიამ პოლონეთს შესთავაზა, ჯერ კიდევ განიხილება.
ამის შესახებ მან 2 დეკემბერს იუთუბ არხ "Є питання"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ასეთ კატეგორიულ სიტყვა "უარს" არ ვიყენებთ. თუ საკითხი არ გადაწყდა, ჩვენ ამით უნდა დავკავდეთ... დღეს ეს საკითხი ღიაა, ჩვენ ვცდილობთ და პოლონელები ცდილობენ, ეს არის ერთობლივი სამუშაო. თუ ეს მოხდება, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საზოგადოებას ამას", - განაცხადა დანილოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს "აღიზიანებს, როცა მსგავსი პროცესები საჯაროდ მიმდინარეობს", ამდენი ქვეყანა ეხმარება უკრაინას, ამიტომ ბევრი მათგანი ითხოვს, რომ ამაზე არ ისაუბრონ.
საჰაერო სივრცის დაცვაზე საუბრისას, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ გაზაფხულთან შედარებით უკრაინა გაცილებით გაძლიერდა.
"პარტნიორებმა დაიწყეს ჩვენთვის უფრო თანამედროვე იარაღის გადმოცემა, მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს ბევრად მეტი, რათა შეუძლებელი გავხადოთ რუსული რაკეტების დაცემა". - თქვა დანილოვმა და აღნიშნა, რომ თუ ომის დასაწყისში უკრაინელ სამხედროებს შეეძლოთ რაკეტების 20-30%-ის ჩამოგდება, ახლა ეს მაჩვენებელი 75-90%-ს აღწევს.