დასავლეთი მალიში ანტიტერორისტულ მისიას ტოვებს

 

საჰელის ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებიდან ცხრა წლის შემდეგ საფრანგეთი და დასავლელი პარტნიორები მალის საერთაშორისო სამხედრო მისიას ტოვებენ.

„მალის გარდამავალი ხელისუფლების მიერ მისიის ფუნქციონირებისთვის მრავალჯერადად ხელის შეშლის გამო ევროკავშირის ქვეყნებმა და კანადამ მალის ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.“ - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ელიზეს სასახლემ გაავრცელა.

განცხადება ემანუელ მაკრონის აფრიკის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

2020 წელს, დასავლეთაფრიკულ ქვეყანაში შეიარაღებული გადატრიალების შემდეგ, სამხედრო ხუნტასა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

ცოტა ხნის წინ მალიდან გააძევეს საფრანგეთის ელჩიც.

ასევე, დასავლელი მოკავშირეები შეშფოთებული არიან მალიში რუსული გავლენის ზრდით.

მოსკოვმა აფრიკულ ქვეყანაში სამხედრო ინსტრუქტორები გაგზავნა, რომლებიც ადგილობრივ სამხედროებს წვრთნიან ჯიჰადისტებთან ბრძოლისთვის. გარდა ამისა, მალიში იმყოფება დაქირავებული რუსი მებრძოლების დაჯგუფება ვაგნერი.

ისლამისტურ და ექსტრემისტულ ძალებთან ბრძოლაში ცენტრალური ხელისუფლების დასახმარებლად საფრანგეთმა მალიში შეიარაღებული ძალები 2013 წელს შეიყვანა.

ამჟამად საჰელის რეგიონში (დასავლეთი აფრიკა) 4 000-მდე ფრანგი ჯარისკაცი იმყოფება.

მსგავსი სიახლეები