დესანტისი: სტრატეგიული მიზნის გარეშე უკრაინის 'ღია ჩეკით' დახმარება მიუღებელია

ფლორიდის გუბერნატორმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ერთ-ერთი პირველი კომენტარში განაცხადა, რომ აშშ-ს პოლიტიკა, რომელშიც საბოლოოდ არ არის განსაზღვრული დახმარების საბოლოო თანხა მიუღებელია. 

ამის შესახებ რონ დესანტისმა Fox News-ის ეთერში სტუმრობისას განაცხადა. ფლორიდის გუბერნატორმა განაცხადა, რომ აშშ-ს უკრაინაში დახმარებასთან დაკავშირებით ღია ჩეკის პოლიტიკა აქვს და გამოთქვა ეჭვი რამდენად არის აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში ე.წ. პროქსი ომში ჩართვა უკრაინის ირგვლივ. 

ბაიდენის ვიზიტზე კიევში

ჟურნალისტის კითხვაზე თუ როგორ შეაფასებდა პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტს უკრაინაში, რაზეც დესანტისმა განაცხადა, რომ ბევრი რამ არ მოხდებოდა, რომ არა ბაიდენის მიერ პრეზიდენტობის პირველ წელში ნაჩვენები სისუსტე. 

"მე მახსოვს, რომ ობამას ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტი ობამა და თვითონ ობამა ამ წლებში ეწინააღმგდებოდნენ უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდებას",- განაცხადა დესანტისმა. 

ფლორიდის გუბერნატორის თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი გაცილებით უფრო მეტად ზრუნავს სხვა სახელმწიფოების საზღვარზე, როდესაც უშუალოდ ამერიკაში უამრავი პრობლემა გროვდება, რომელსაც ბაიდენი ვერ პასუხობს. 

უკრაინის დახმარებაზე

ჟურნალისტის კითხვაზე რამდენად ეფექტურია აშშ-ს მიდგომა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით რონ დესანტისმა განაცხადა, რომ მთავარი პრობლემა ე.წ. ღია ჩეკის პოლიტიკაა. 

"რეალურად ადმინისტრაციას აქვს ღია ჩეკის მიდგომა, მკაფიოდ არტიკულირები სტრატეგიული მიზნის გარეშე. შესაძლებელია კონფლიქტის ესკალაცია და მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ეროვნულ ინტერებში არ არის ჩავერთოთ პროქსი ომში ჩინეთთან, ისეთი რაღაცების გამო როგორიცა საზღვრები ან ყირიმი. ვფიქრობ აუცილებელია ადმინისტრაციამ განსაზღვროს რა არის მათი სტრატეგიული მიზანი, რომლის მიღწევასაც ცდილობენ. უბრალოდ იმის თქმა, რომ ეს ღია, ამოუწურავი ჩეკია მიუღებელია",- განაცხადა ფლორიდის გუბერნატორმა. 

რუსეთზე 

ჟურნალისტის კითხვაზე თუ როგორი შეიძლება იყოს გამარჯვება უკრაინისთვის და აშშ-სთვის დე სანტისმა რუსეთზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ომის 1 წლის თავზე ნათელია, რომ რუსეთი არ წარმოადგენს აშშ-ს თაბარძალოვან მოწინააღმდეგეს. 

"ვფიქრობ მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ წარმოდგენები და შიშები რომ რუსეთი შეიჭრებოდა ნატოს წევრ ქვეყნებში და დაიპყრობდა მათ, რეალობასთან ახლოც არ აღმოჩნდა. ვფიქრობ, რუსეთმა თავი მესამე რანგის სამხედრო ძალად წარმოაჩინა. ვფიქრობ რუსებმა შემზარავი, შემზარავი დანაკარგები განიცადეს. უნდა ვიფიქროთ, რომ ადამიანებს რუსეთში არ მოსწონთ რაც ხდება, გასაგები მიზეზების გამო მათ ამის ღიად თქმა არ შეუძლიათ  ვფიქრობ, რუსეთი ძალიან, ძალიან დასუსტებულია და არ მგონია, რომ რუსეთი ჩვენთვის იმავე დონის საფრთხეს რასაც ჩინეთი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მტრულ ძალად რჩება. 

საპრეზიდენტო გეგმებზე 

ჟურნალისტის კითხვაზე თუ რა დროში შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვასთან დაკავშირებით დესანტისმა განაცხადა, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში მას რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა აქვს დაგეგმილი. 

დესანტისის თქმით, 28 თებერვალს გამოვა მისი წიგნი სახელწოდებით "სიმამაცე იყო თავისუფალი." წიგნის პრემიერის შემდეგ, დესანტისის თქმით, ის ფლორიდის ადგილობრივი საკანონმდებლო სესიით დაკავდება - 2022 წლის შუალედურ არჩევნებში რონ დესანტისმა აშშ-ს ყველაზე დიდი მერყევი შტატი ისტორიული სხვაობით მოიგო. 

სწორედ ფლორიდაში ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესპუბლიკელი გახდა. სხვადასხვა კვლევების მიხედვით დესანტისი პრაქტიკულად ერთადერთი რესპუბლიკელია, რომესაც შიდაპარტიულ პრაიმერსში დონალდ ტრამპის დამარცხების შანსი აქვს. 

მიუხედავად ამისა დესანტის საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვის გეგმის შესახებ ჯერ არ განუცხადებია და Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას დაახლოებით 2 თვეში მიიღებს. 

საპრეზიდენტო გეგმების შესახებ უკვე ოფიციალურად გამოაცხადა დონალდ ტრამპმა, ასევე ნიკი ჰეილიმ, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში გაეროში აშშ-ს წარმომადგენლის პოსტს იკავებდა. 

მოსალოდნელია, რომ საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვის შესახებ მომდევნო თვეებში განაცხადებენ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი და იმავე ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო. 

 

მსგავსი სიახლეები