დონბასელი სეპარატისტები საკუთარ პოზიციებს ბომბავენ - უკრაინის არმია
პრორუსი ბოევიკები აგრძელებენ სამხედრო პროვოკაციებს ოკუპირებულ დონბასში. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ბოლო საათების განმავლობაში სეპარატისტებმა რამდენიმეჯერ მძიმე შეიარაღებით დაბომბეს საკუთარი პოზიციები.
სავარაუდოა, რომ ეს რუსეთის მიერ ორგანიზებული მცდელობების ნაწილია, რომლის მიზანიც უკრაინაში შეჭრისთვის აუცილებელი საბაბის შექმნაა.
"ამგვარი ქმედებებით ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საკუთარ ცინიკურ და გულგრილ დამოკიდებულებას მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლესთან მიმართებით. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე აგრძელებს პროპაგანდისტულ საინფორმაციო ომს, რომლის მთავარი მიზანი მშვიდობიანი მოსახლეობაზე თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებული ძალების დადანაშაულებაა." - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალა განახლებადია.