ემანუელ მაკრონი: რუსეთმა არ და ვერ უნდა გაიმარჯვოს
ლონდონის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი პარიზში ჩავიდა, სადაც ემანუელ მაკრონსა და ოლაფ შოლცს ხვდება.
შეხვედრის დაწყებამდე, ქვეყნების ლიდერებმა საჯარო განცხადებები გააკეთეს.
"რუსთმე არ და ვერ უნდა გაიმარჯვოს... ჩვენ იქამდე უნდა გავაგრძელოთ სამხედრო მხარდაჭერა, სანამ თავდასხმები მიმდინარეობს," - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, გერმანიის კანცლერთან ერთად, დღევანდელ შეხვედრაზე იმ საჭიროებებზე ისაუბრებენ, რაც უკრაინას სამხედრო საოპერაციო დონეზე სჭირდება.
"აგრესიასთან შემწყნარებლობა, არცერთ გარემოებაში არ შეიძლება. მითუმეტეს მაშინ, თუკი ამას ისეთი ძალა სჩადის, როგორიც რუსეთია,"-აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდეტნმა.
საკუთარ გამოსვლაში, მან უკრაინელ ხალხს თავგანწირვისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ევროპის მომავლის განმსაზღვრელ ფაქტორად მიიჩნია.