გაეროს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში უკრაინას ეწვია. ის კიევში ღამით ჩავიდა.

ამის შესახებ მისმა წარმომადგენელმა სტეფან დუჟარიკმა საინფორმაციო სააგენტო dpa-ს განუცხადა.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში მესამე ვიზიტის ფარგლებში, 73 წლის გუტერეში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის "მარცვლეულის შეთანხმების: გახანგრძლივებაზე მოსალაპარაკებლად შეხვდება.

შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ხელშეკრულებას ვადა 18 მარტს ეწურება და გაერო მის კიდევ ერთხელ გახანგრძლივებას ითხოვს.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ პარტნიორებთან ონლაინ მოლაპარაკებები დაიწყო შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელების თაობაზე.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კვირას განაცხადა, რომ ანკარა ყველა ღონეს ხმარობს "მარცვლეულის შეთანხმების" გასაგრძელებლად.

რუსეთმა განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მხედველობაში მიიღებენ რუსი ფერმერების ინტერესებს.

მსგავსი სიახლეები