13:44 | 14 სექტემბერი, 2026 — შვედეთი
შვედეთის არჩევნები: მემარცხენე პარტიები ერთი მანდატით ლიდერობენ
შვედეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, მემარცხენე ოპოზიცია ერთი მანდატით ლიდერობს და მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის მემარჯვენე კოალიცია ხელისუფლებას კარგავს.
ვითარებსი არსი: ხმების 92%-ის დათვლის შემდეგ, ოთხი ოპოზიციური პარტია, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის ლიდერობით, 349-ადგილიან პარლამენტში 175 მანდატის მოპოვებას ახერხებს, მემარჯვენე ბლოკს კი 174 მანდატი აქვს.
- ანდერსონმა თავის მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ის ინი ლიდერობდნენ, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "საბოლოო საარჩევნო შედეგებს უნდა დაველოდოთ."
- კრისტერსონმა განაცხადა, რომ თითოეულ "შესაძლებლობას" აწონ-დაწონის ასეთი ახლო შედეგების ფონზე, ხოლო საბოლოო შედეგები, შესაძლოა, ოთხშაბათამდე არ გახდეს ცნობილი - სანამ ადგილობრივი საარჩევნო კომისიები არ დაითვლიან იმ არჩევნების დღემდე მიცემულ ხმებს, მათ შორის საზღვარგარეთის საარჩევნო უბნებზე.
სტრიქონებს შორის: მოქმედი პრემიერის პარტია Moderate შვედეთს 2022 წლიდან მართავს ლიბერალებთან და ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად. ამ საპარტიასთან ერთად, მთავრობას გარედან მხარს უჭერდა ულტრამემარჯვენე და ანტიიმიგრაციული პარტია "შვედი დემოკრატები."
- 2026 წლის არჩევნების წინ კრისტერსონმა განაცხადა, რომ კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში "შვედი დემოკრატები" უკვე სამთავრობო პორტფელებსაც მიიღებდნენ.
- "როდესაც საბოლოო შედეგი გვექნება, კარგი აზრია შესაძლო კომბინაციების განხილვა," - განაცხადა მან ორშაბათს. "შვედეთის პარლამენტში არის ძალიან მკაფიო არასოციალისტური, ანუ არამემარცხენე ეკონომიკური უმრავლესობა. მე ამას გავითვალისწინებ და მაინც გავარკვევ, არსებობს თუ არა რაიმე შესაძლებლობები."
- "შვედი დემოკრატების" ლიდერმა, ჯიმი ოკესონმა განაცხადა, რომ მისი პარტია დღეს ვერ გაიგებს, თუ ვინ ჩამოაყალიბებს შემდეგ მთავრობას. პარტიამ წელს მესამე ადგილზე გადაინაცვლა, მაშინ როცა 2022 წელს მეორე ადგილზე იყო.
ჩაშლილად: შვედური პოლიტიკა ორი ძირითადი პოლიტიკური ბლოკისგან შედგება - ოთხი პარტია მემარჯვენე და ოთხი მემარცხენე ფლანგზე, რის გამოც არჩევნები უფრო იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ბლოკს შეუძლია უმრავლესობის ფორმირება.
- ამ არჩევნების მთავარი საკითხად იქცა ულტრამემარჯვენე "შვედი დემოკრატების" მთავრობაში შესაძლო შესვლა. ეს დისკუსია კიდვ უფრო გაამწვავა გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის შტატის არჩევნებში AfD-ს გამარჯვებამ.
- თუ მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკის გამარჯვება დადასტურდება, მთავრობის ფორმირებას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს. ჯერ კიდევ გაურკვეველია, რომელი პარტიები შეიძლება იყვნენ მაგდალენა ანდერსონის მემარცხენე კოალიციაში - "ცენტრისტულმა პარტიამ" უარი თქვა "მემარცხენე პარტიასთან" ძალაუფლების გაზიარებაზე, რომელიც აცხადებს, რომ ნებისმიერი კოალიციის ნაწილი უნდა იყოს.
- "მთავრობის ფორმირება, შესაძლოა, საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდეს," - განუცხადა შვედურ ტელევიზიას პარლამენტის სპიკერმა, ანდრეას ნორლენმა.
დიდი სურათი: ანდერსონმა ამომრჩეველს პირობა მისცა, რომ სოციალურ ხარჯებს გაზრდის და შექმნის უფრო სამართლიან საგადასახადო სისტემას.
- თუმცა, სანამ "მწვანეები" და "მემარცხენე პარტია" მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდას ითხოვენ, "ცენტრისტული პარტია" ამის წინააღმდეგია.
- გარდა ამისა, ანდერსონის სოციალ-დემოკრატებს სურთ შეინარჩუნონ შვედეთის მკაცრი პოლიტიკა იმიგრაციასთან დაკავშირებით, რაც "მემარცხენეებთან" და "მწვანეთა პარტიასთან" უთანხმოების მიზეზია, რომელთაც წესების შემსუბუქება სურთ.
- მოქმედი მთავრობის პირობებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ 40-წლიან მინიმუმს მიაღწია. ამ მთავრობამ გააუქმა ლტოლვილთა მუდმივი ბინადრობის უფლება, გამკაცრდა სოციალური წესები და დააჩქარა იმ პირთა ქვეყნიდან დეპორტაცია, ვისაც დარჩენის უფლება არ ჰქონდა.