დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

10:41 | 02 ნოემბერი, 2026 — რუსეთი

აშშ-ს უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის იმპორტის აღდგენა სურს - WSJ

აშშ ცდილობს ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის ექსპორტის უმოკლეს ვადაში აღდგენას უკრაინის ტერიტორიის გავლით, მოსკოვსა და კიევს შორის ენერგეტიკული ზავის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში. ამის შესახებ 1 ნოემბერს Wall Street Journal-მა ამერიკელ, ევროპელ და უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით დაწერა.

ვითარების არსი: გამოცემის თანამოსაუბრეთა თქმით, იდეა, რომელიც ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა სექტემბერში მოსკოვსა და კიევში ვიზიტების დროს განიხილეს, რუსული გაზის გაყიდვას ამერიკელი შუამავლის მეშვეობით ითვალისწინებს.

  • მოსალოდნელია, რომ ეს შესაძლებლობას მისცემს მხარეებს, გვერდი აუარონ ევროპულ სანქციებს და მომგებიანი შესაძლებლობები შექმნან ამერიკელი ინვესტორებისთვის.
  • გაზეთი წერს, რომ ვაშინგტონი მიზნად ისახავს, მიაღწიოს ყოვლისმომცველ შეთანხმებას ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ ნოემბერში აბუ-დაბიში დაგეგმილ აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის სამმხრივ მოლაპარაკებამდე.
  • ამასთან, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ევროპული ქვეყნების წინააღმდეგობა ამ ინიციატივის მიმართ არ იქნება ისეთი მკაცრი, როგორც ეს საჯაროდ არის განცხადებული.

სტრიქონებს შორის: WSJ-ის ცნობით, ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ რუსეთის ევროპულ გაზის ბაზარზე დაბრუნება შეიძლება დამატებითი სტიმული გახდეს ვლადიმერ პუტინისთვის, მხარი დაუჭიროს ენერგეტიკულ ზავს.

  • უკრაინისთვის ტრანზიტის აღდგენა საკუთარი ტერიტორიის გავლით დამატებით შემოსავლებს ნიშნავს.
  • ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, თეთრმა სახლმა ასევე გამოთქვა ინიციატივა, რომ ევროპაში რუსული გაზის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების სპეციალურ ანგარიშზე გადარიცხვა. სავარაუდოა, რომ ასეთი მექანიზმი შეზღუდავს ამ თანხების გამოყენებას სამხედრო მიზნებისთვის.
  • მიუხედავად ამისა, ინიციატივა ევროპაში სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდება. როგორც WSJ აღნიშნავს, ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივ შეწყვეტას 2027 წლის ბოლომდე, ხოლო უდიდესი ევროპული ქვეყნების ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსული ენერგორესურსების შესყიდვის აღდგენა არ სურთ.

დიდი სურათი: გამოცემამ აღნიშნა, რომ ევროპულ ბაზარზე რუსული გაზის წილი დაახლოებით 11%-ია, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე კი 45% იყო.

  • ამასთან, ევროპაში გაზის მოხმარების დაახლოებით 30% ამჟამად აშშ-დან თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებით უზრუნველყოფა.
  • WSJ-ის მონაცემებით, ზოგიერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა პირად საუბრებში მკაცრად გააკრიტიკა განხილული იდეა.
  • ამავდროულად, ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ გაზისა და ნავთობის მაღალი ფასები და ენერგეტიკული უსაფრთხოების რისკები ევროპულ ქვეყნებს უფრო მიმღებელს გახდის მსგავსი წინადადებების მიმართ.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე