გალანტი: ხანმოკლე ზავის შემდეგ, ინტენსიური ბრძოლები მინიმუმ 2 თვით განახლდება

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ როგორც კი ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასთან "ხანმოკლე" დროებითი ზავი დასრულდება, სამხედროები ინტენსიურ ბრძოლას სულ მცირე კიდევ ორი ​​თვით განაახლებენ.

ამის შესახებ The Times of Israel წერს.

"რასაც უახლოეს დღეებში ნახავთ, პირველ რიგში მძევლების გათავისუფლებაა. ეს ხანმოკლე შესვენება იქნება," - მიმართა გალანტმა საზღვაო ძალების შაიეტეტ 13-ის კომანდოს ქვედანაყოფის სამხედროებს. "ამ პაუზისას თქვენ მოგეთხოვებათ ორგანიზება, მომზადება, იარაღის მარაგების შევსება და მზადყოფნის გაძლიერება."

"გაგრძელება იქნება, რადგან ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და შევქმნათ იმპულსი მძევლების შემდეგი ჯგუფებისთვის, რომლებიც მხოლოდ ზეწოლის შედეგად დაბრუნდებიან," - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ინტენსიური ბრძოლების პერიოდის დასრულების შემდეგაც კი, "იქნება ბევრი ოპერაცია, რომლებშიც შაიეტეტ 13-ს ბევრი რამ ექნება გასაკეთებელი, სანამ ღაზას სექტორიდან სამხედრო საფრთხე არ გაქრება."

მსგავსი სიახლეები