გათავისუფლებულ ლიმანში 146 გვამი იპოვეს, 111 მშვიდობიანი მოქალაქეებისაა

უკრაინის პოლიციამ ქვეყნის აღმოსავლეთით, დეოკუპირებულ ლიმანში აქამდე არნახული მასშტაბის სასაფლაოს ექსჰუმაცია დაასრულა.

უკრაინის ეროვნული პოლიციის თანახმად, რუსების გათხრილ საფლავებში 146 გვამი იპოვეს, აქედან 111 მშვიდობიან მოქალაქეებს ეკუთვნით, 35 კი სამხედროებს.

როგორც პოლიცია იუწყება, მსხვერპლის ნაწილი ჭურვების ნამსხვრევებმა შეიწირა, ნაწილს კი ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.

ლიმანის გათავისუფლების შემდეგ უკრაინელებმა უკვე 166 გვამი იპოვეს, აქედან 5 ბავშვებს ეკუთვნოდათ.

 

 

მსგავსი სიახლეები