გაზპრომი: ნორდ სტრიმ 2-ის მშენებლობა დასრულდა
რუსულმა ენერგოგიგანტმა გაზპრომმა განაცხადა, რომ მათ რუსეთიდან გერმანიისკენ მიმავალი გაზსადენის, ნორდ სტრიმ 2-ის მშენებლობა დაასრულეს.
ბალტიის ზღვის ქვეშ გამავალი გაზსადენი გერმანიაში რუსული გაზის ექსპორტს გააორმაგებს.
ნორდ სტრიმ 2 მუშაობას გერმანიის რეგულატორის სერტიფიცირების შემდეგ დაიწყებს.
ექსპერტების აზრით გაზსადენი ევროპის რუსეთზე ენერგეტიკულ დამოკიდებულებას გაზრდის.
გარდა ამისა, ეს მძიმე დარტყმა იქნება უკრაინის ეკონომიკისთვის, რომელიც დღეს ბუნებრივი აირის ტრანზიტით იღებს შემოსავალს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორდ სტრიმ 2-ის პროექტს "საშიში გეოპოლიტიკური იარაღი" უწოდა.
1 225 კილომეტრი სიგრძის გაზსადენის მშენებლობა 5 წლის განმავლობაში გაგრძელდა და 11 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.