დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

11:09 | 09 სექტემბერი, 2026 — ისრაელი

ბრიტანეთმა სანქციები დააწესა ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე წარმოებულ პროდუქციაზე

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ისრაელის მიერ ოკუპირებულ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაელი ახალმოსახლეების მიერ დამზადებული პროდუქციის იმპორტზე ახალი შეზღუდვები დააწესა.

ვითარების არსი: გადაწყვეტილების შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ედ მილიბენდმა თემთა პალატაში გამოსვლის დროს განაცხადა - საპასუხო ზომების შესახებ უკვე გამოაცხადა ისრაელმა.

  • მილიბენდმა თქვა, რომ ბრიტანეთის მთავრობა ეთანხმება შეფასებას, რომლის მიხედვითაც დასავლეთ სანაპიროს ზოგიერთ რაიონში პერიოდულად ხორციელდება "ეთნიკური წმენდა" და რომ ამ წმენდას "ახალმოსახლე ტერორისტები ახორციელებენ".
  • "ზედმეტად ხშირად ხუჭავს ასეთ ფაქტებზე თვალს ისრაელის მთავრობა. დღეს ვაცხადებ - ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური პოზიციაა, რომ ოკუპაცია უკანონოა", - თქვა მილიბენდმა.
  • ამასთანავე, მილიბენდმა ხაზი გაუსვა თავის ებრაულ წარმოშობას და განაცხადა, რომ ისრაელის სახელმწიფოს არსებობას უჭერს მხარს, თუმცა მიუღებელია ის, რაც წლებია ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ხდება.

ჩაშლილად: საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, გადაწყვეტილება წარმოადგენს ახალ თავს ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკაში, როდესაც ქვეყანა არა მხოლოდ გმობს ადამიანის უფლებების დარღვევას, არამედ შესაბამისადაც მოქმედებს.

  • საპასუხო ზომების სახით ისრაელმა გამოაცხადა, რომ შესვლას უკრძალავს 12 ბრიტანელ დეპუტატს და ხურავს ბრიტანეთის საკონსულოს იერუსალიმში.
  • აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უარი თქვა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილების კომენტირებაზე, თუმცა განმარტა, რომ "რა თქმა უნდა, ამერიკა არ აპირებს, მიბაძოს ბრიტანეთის გადაწყვეტილებას".
  • ცოტა ხნით ადრე ლონდონის გადაწყვეტილება გააკრიტიკა ამერიკის ელჩმა ისრაელში მაიკ ჰაკაბიმ, რომელმაც გასულ კვირაში თავის მხრივ გააკრიტიკა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებზე გახშირებული "ტერორისტული თავდასხმები".

დიდი სურათი: ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე ახალი მასშტაბური ებრაული დასახლების პროექტი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის თქმით, "ბოლოს მოუღებს პალესტინური სახელმწიფოს იდეას".

  • პარალელურად, ბენ-გვირმა მოუწოდა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, ფოლკლენდის კუნძულები გამოაცხადონ ბრიტანეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად.
  • ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ჯამურად 3 მილიონი პალესტინელი და 500 ათასი ისრაელელი ახალმოსახლე ცხოვრობს - ისრაელის ახალშენების რაოდენობა ტერიტორიაზე ათწლეულებია იზრდება, განსაკუთრებით მაღალი ტემპით 1990-იანი წლებიდან მოყოლებული.

კონტექსტი: ბრიტანეთი არ არის პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე წარმოებულ პროდუქციაზე შეზღუდვები დააწესა. მსგავსი ზომები მოქმედებს ნიდერლანდებში, ბელგიასა და ესპანეთში.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე