ჰეგსეთის მოადგილეობის კანდიდატი უარზეა უწოდოს შეჭრა რუსეთის ომს უკრაინაში

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნობის მოადგილეობის კანდიდატი უარს ამბობს უწოდოს შეჭრა რუსეთის ომს უკრაინაში. 

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ ელდრიჯ კოლბის კითხვები სენატის შეიარაღების კომიტეტის სხდომაზე გამართულ მოსმენაზე დაუსვეს. 

"პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ სიტყვებს მნიშვნელობა აქვთ ჩემგან ბრძნული იქნება ასეთ დელიკატური საკითხების კომენტირება"- ასე უპასუხა ელდრიჯ კოლბიმ კომიტეტის თავმჯდომარის, როჯერ უიკერის მიერ დასმულ კითხვას. 

ჰავაის სენატორის დამაზუსტებელ კითხვაზე თუ რა ეწოდა რუსეთის ქმედებებს კოლბიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო კოლონების შეჭრა "ფაქტობრივი რეალობაა", მაგრამ უფრო კონკრეტული შეფასებებისგან კვლავ შეიკავა თავი. 

კონტექსტი 

კოლბი არ არის ერთადერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომელთა ტონალობაც და ენაც უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ბოლო კვირებში დრამატულად შეიცვალა. 

მსგავსი პოზიციები დააფიქსირა სენატში გასულ კვირას თავდაცვის მდივნის მოადგილეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა სტივენ ფაინბერგმა, რომელმაც ასევე უარი თქვა ეწოდებინა შეჭრა რუსეთის ომისთვის უკრაინაში. 

ელდრიჯ კოლბი საერთაშორისო ურთიერთობების გავლენიანი სპეციალისტი და ვიცე-პრეზიდენტ ვენსის ახლო მეგობარია. კარიერის დიდი ნაწილი კოლბის კვლევით და სასწავლო დაწესებულებებში აქვს გატარებული, თუმცა პირველი ვადის დროს ცოტა ხნით პენტაგონშიც მუშაობდა. 

ელდრიჯ კოლბი ტრამპის მოქმედ გარემოცვაში ერთ-ერთ გამოკვეთი ნეო-იზოლაციონისტად მიიჩნევა - მისი არგუმენტია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატების სამხედრო რესურსები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის გადაჭიმული, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ფუნდამენტურ ეროვნულ ინტერესებს. ეს შეხედულება კონტრასტში მოდის რესპუბლიკური პარტიის ტრადიციულ ხედვასთან. 

ამავე გამოსვლაში კოლბიმ განაცხადა, რომ ტაივანის ხარჯები თავდაცვაზე მშპ-ს 3%-ზე ნაკლებია, მაშინ როდესაც ის 10%-ს უნდა უტოლდებოდეს. ამასთანავე გასულ წელს გამოქვეყნებულ სვეტში კოლბი წერდა, რომ ტაივანის დემოკრატიის შენარჩუნება არ არის აშშ-ს ეგზისტენციალური ინტერესი და მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ჩინეთმა არ გახდეს დომინანტური ძალა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. 

მსგავსი სიახლეები