ICJ-მ ისრაელს ღაზაში პალესტინელთა გენოციდის პრევენცია დაავალა

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ღაზას სექტორში პალესტინელთა გენოციდის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

ICJ-მ განაცხადა, რომ მას საქმის განხილვის იურისდიქცია აქვს.

სასამართლო ავალდებულებს ისრაელს, მიიღოს ზომები ღაზას სექტორში გენოციდის პრევენციისთვის, რაზეც მას ანგარიში ერთ თვეში უნდა ჩააბაროს.

ამასთანავე, სასამართლო აცხადებს, რომ ისრაელმა უნდა აღკვეთოს და დასაჯოს გენოციდის წაქეზება და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარება ღაზას სექტორში.

სასამართლო ავალდებულებს ისრაელს, მიიღოს მეტი ზომები პალესტინელების დასაცავად, მაგრამ არ ავალდებულებს სამხედრო ოპერაციები ზოლში. 

პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრი რიად მალიკი მიესალმა ICJ-ის გადაწყვეტილებას და მას "მნიშვნელოვანი შეხსენება" უწოდა, რომ არც ერთი სახელმწიფო არ დგას კანონზე მაღლა.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა გადაწყვეტილებას მიესალა და მას "გადამწყვეტი გამარჯვება" უწოდა საერთაშორისო სამართლის უზენაესობისთვის.

სამხრეთ აფრიკამ მადლობა გადაუხადა ICJ-ს მისი სწრაფი გადაწყვეტილების გამო და იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი დაემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ჰამასის მაღალჩინოსანმა სამი აბუ ზუჰრიმ სასამართლოს გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა, რომელიც ხელს უწყობს ისრაელის იზოლაციას და ღაზაში მისი დანაშაულების გამოვლენას.

გადაწყვეტილებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ისრაელი "სამართლიან ომს" აწარმოებს და გააგრძელებს თავის და თავისი მოქალაქეების დაცვას საერთაშორისო სამართლის დაცვით.

მსგავსი სიახლეები