ირანის პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში ხმათა 42%-ით რეფორმისტმა გაიმარჯვა
ირანის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვერცერთა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმათა 50%-ის დაგროვება, თუმცა ხმათა 42%-ით რბოლაში მონაწილე ერთადერთი რეფორმისტი კანდიდატი, მასუდ ფეზეშკიანი ლიდერობს.
არჩევნების მეორე ტური 5 ივლისს გაიმართება, რომელშიც ფეზეშკიანის კონკურენტი რეჟიმის ფავორიტი, ულტრა-კონსერვატორი, საედ ჯალილი დაუპირისპირდება.
პირველ ტურში მასუდ ფეზეშკიანმა ხმათა 42% (10.4 მილიონი ხმა) დააგროვა, ხოლო ჯალილიმ 38% (9.4 მილიონი ხმა).
ეს ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში მეორე შემთხვევაა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პირველად მეორე 2005 წელს გაიმართა, მაშინ ერთმანეთს ალი ჰაშემი რაფსანჯანი და მაჰმუდ აჰმადინეჯადი დაუპირისპირდნენ.
კონტექსტი
ირანის პოლიტიკურ წყობის სისტემაში გადამწყვეტი გავლენა უმაღლეს ლიდერს აქვს - ალი ხამენეი პირდაპირი და ირიბი კონტროლის მექანიზმებით აკონტროლებს პარლამენტს, მედიას, არმიას. ამ სისტემაში პრეზიდენტი საკუთარი გავლენით ნომინალურად მეორე პირია.
პრეზიდენტს აქვს დიდი გავლენა ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მათ შორის რელიგიური წესების აღსრულებასა და ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.
ირანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, ავიკატასტროფაში პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დაღუპვის შემდეგ გახდა აუცილებელი.