ისრაელი: დავაკავეთ 17 ძებნილი პალესტინელი

ორშაბათს გამთენიისას ისრაელის ჯარები ინტენსიურად მოქმედებდნენ პალესტინის დასავლეთ სანაპიროზე, დააკავეს 17 ძებნილი პალესტინელი და ჩამოართვეს რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი. ამის შესახებ განაცხადება ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელეს.

IDF-ის ცნობით, ჯალაზონის ლტოლვილთა ბანაკში, რამალას ჩრდილოეთით, ჯარებმა დააკავეს ტერორისტულ აქტივობებში ეჭვმიტანილი ოთხი პალესტინელი და მათ შემთხვევის ადგილზე იარაღი ჩამოართვეს.

ამავდროულად, IDF-ის სპეცრაზმი გოლანის ბრიგადის პოლიციის კომანდოსთან ერთად მოქმედებდა ჩრდილოეთ დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ ჯენინში სამი ძებნილი პალესტინელის დასაკავებლად.

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ოპერაციის დროს ჯარებს "მასიური ცეცხლი" გაუხსნეს გამვლელი მანქანიდან, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.

სამხედროებმა განაცხადეს, რომ კიდევ სამი ტერორიზმში ეჭვმიტანილ ბეთლემის მახლობლად დევნილთა ბანაკ დეიშაში დააკავეს და ერთი მამაკაცი იორდანის ველის სოფელ ან-ნასარიაში.

ან-ნასარიაში ეჭვმიტანილის სახლიდან ამოიღეს სანადირო თოფი და ავტომატი "კარლო".

ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე ტერაქტების მომაკვდინებელი ტალღის შემდეგ, რომლის შედეგადაც მარტის შუა რიცხვებიდან მაისის დასაწყისამდე 19 ადამიანი დაიღუპა, რეიდების ინტენსივობა გაზარდეს. 

მსგავსი სიახლეები