ისრაელის ავიადარტყმას "ჰეზბოლას" ერთ-ერთი სამხედრო მეთაური ემსხვერპლა
ლიბანური წყაროები ამბობენ, რომ ჰეზბოლას ელიტარული ძალების რადვანის უფროსი მეთაურის ლიკვიდაცია ისრაელის დარტყმის შედეგად, "მტკივნეული" დარტყმაა ტერორისტული დაჯგუფებისთვის.
ისრაელის უსაფრთხოების წყაროების ცნობით, ვისამ ალ-ტავილი რადვანის ძალების ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე იყო. ის და ჰეზბოლას კიდევ ერთი მებრძოლი დაიღუპნენ, როდესაც მათი მანქანა ლიბანურ სოფელ მაჯდალ სელმში ააფეთქეს.
"ეს არის ძალიან მტკივნეული დარტყმა", - განუცხადა Reuters-ს უსაფრთხოების ერთ-ერთმა წყარომ. მეორემ თქვა: "ახლა ტემპერატურა აიწევს."
"მეთაურს ჰეზბოლას ოპერაციების მართვაში წამყვანი როლი ჰქონდა," - განუცხადა AFP-ს ისრაელის უშიშროების ჩინოვნიკმა ანონიმურობის პირობით და აღნიშნა, რომ ის "მოკლულია ისრაელის დარტყმისას, სამხრეთში."