ისრაელმა "ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი ლიდერი გაანადგურა

ხუთშაბათს, ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში პალესტინური "ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი ლიდერი მოკლა. ამის შესახებ Times of Israel წერს.

ისრაელის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ ღაზას სამხრეთით მდებარე ქალაქ ბანი სუჰეილაში, ხან იუნისის მახლობლად, საჰაერო თავდასხმის შედეგად, ისლამური ჯიჰადის სარაკეტო ძალების მეთაურის მოადგილე აჰმად აბუ დაკა დაიღუპა.

აბუ დაკა იყო ალი გალის, ისლამური ჯიჰადის სარაკეტო ძალების ხელმძღვანელის მოადგილე, რომელიც ხუთშაბათს დილით, ისრაელის ავიაციის დარტყმის შედეგად, დაიღუპა.

IDF-მა განაცხადა, რომ აბუ დაკას "მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა გუშინ, ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლის ხელმძღვანელობაში და განხორციელებაში."

ღაზას სექტორში, ჰამასის მიერ მართულმა ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აბუ დაკას გარდა, კიდევ ოთხი ადამიანი დაიჭრა. პალესტინის "ისლამურმა ჯიჰადმა" ასევე დაადასტურა აბუ დაკას სიკვდილი და განაცხადა, რომ ეს "მშიშარა სიონისტური მკვლელობა" იყო.

ბოლო საჰაერო თავდასხმის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, ისრაელის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა ელიზერ ტოლედანომ განაცხადა, რომ სამხედროები გააგრძელებენ "ისლამური ჯიჰადის" წევრების მიზანმიმართულ მკვლელობებს.

ოპერაცია "ფარი და ისარი" სამშაბათს დილით დაიწყო. თვის დასაწყისში ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, "ისლამური ჯიჰადის" სამი ლიდერი მოკლეს.

მსგავსი სიახლეები