იტალია უკრაინის სამხედრო დახმარების მეათე პაკეტს ამზადებს

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ, უკვე მეათე პაკეტს ამზადებს.

ამის შესახებ Reuters-ს ორმა ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.

წყაროებმა, რომლებიც ანონიმურობის პირობით საუბრობდნენ, განაცხადეს, რომ იტალიის მთავრობა სავარაუდოდ, მე-10 პაკეტს 2024 წლის დეკემბრის ბოლომდე დაამტკიცებს, მაგრამ დეტალების დაკონკრეტებაზე უარი განაცხადეს.

იტალია უკრაინას სამხედრო დახმარებას 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან აწვდის.

მაგრამ პრაქტიკულად ყველა ინფორმაცია იარაღის გადაცემის შესახებ არის გასაიდუმლოებული.

უკრაინაში იარაღის გასაგზავნად პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის მთავრობას საპარლამენტო ნებართვა სჭირდება. ახლა ის 2024 წლის ბოლომდე მოქმედებს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ფრანკო-იტალიური საჰაერო თავდაცვის სისტემა SAMP/T-ს გადაცემის შესახებ, ეს უკრაინისთვის გაგზავნილი უკვე მეორე ასეთი სისტემაა.

მსგავსი სიახლეები