იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან გემის ჩაძირვისას 41 მიგრანტი დაიღუპა
იტალიის კუნძულ ლამპედუზას მახლობლად გემის ჩაძირვის შედეგად 41 მიგრანტი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა. ტუნისის ქალაქ სფაქსიდან წამოსული პატარა ნავი სიცილიის სრუტეში ჩაიძირა.
გემის ჩაძირვას ოთხი ადამიანი, სამი მამაკაცი და ერთი ქალი გადაურჩა.
იტალიური გამოცემა ANSA-ს ცნობით, ისინი მალტის სატვირთო გემმა გადაარჩინა და იტალიის სანაპირო დაცვამ ლამპედუზაში გადაიყვანა.
ოთხმა გადარჩენილმა სანაპირო დაცვას უთხრა, რომ სფაქსიდან 45 ადამიანი გამოვიდა. დაახლოებით ექვსსაათიანი ნავიგაციის შემდეგ, 7 მეტრიანი ლითონის ნავი დიდი ტალღის გამო ამობრუნდა და 45-ვე მიგრანტი ზღვაში აღმოჩნდა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვაში 2387 ადამიანი დაიღუპა ან დაიკარგა.
ჯორჯაა მელონის იტალიის მემარჯვენე მთავრობა ბრიუსელს წესების გადახედვას სთხოვს, რათა ქვეყნებმა მეტი უფლებები მიიღონ თავშესაფრის მაძიებლების უარის თქმისთვის.
გასულ თვეში, ევროკავშირმა ტუნისთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმადაც ევროკავშირი აფრიკულ სახელმწიფოს მილიარდებს მისცემს, რათა მათ მიგრანტების ნაკადი შეაჩერონ.