ჯონსონი: პუტინის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებაზე უარი უნდა ვთქვათ
დასავლეთმა სწორი დასკვნები უნდა გააკეთოს 2014 წლის რუსული აგრესიიდან. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა 19 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
"რაც არ უნდა მოხდეს მომდევნო დღეებსა და კვირებში, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ევროპულ ქვეყნებს რუსეთის ეშინოდეთ. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ რუსეთის აგრესიამ ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურა შეცვალოს. ჩვენ არ დავუშვებთ მეორე იალტას, ევროპის მეორე დაყოფას გავლენის სფეროებად. ახლა ჩვენ უარი უნდა ვთქვათ პუტინის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებაზე", - განაცხადა ჯონსონმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ესმის, რამდენად რთული და ძვირია ამის გაკეთება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპელებს რუსული „გაზპრომის“ გაზის მანიპულაციებიდან დასკვნების გამოტანისკენ მოუწოდა.
"ალტერნატიული მარაგი და ტექნოლოგიები დაგვეხმარება თავი ავირიდოთ რუსული საფრთხეებიდან და არ გავხდეთ ამ საფრთხეების მსხვერპლი." - განაცხადა პოლიტიკოსმა.
მიუნხენის კონფერენცია 1963 წლის თებერვლიდან ყოველწლიურად იმართება.