კანადა მზად არის დააფინანსოს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მასიური მიწოდება
კანადა მზადაა მხარი დაუჭიროს ჩეხეთის ინიციატივას, რომ უკრაინას სასწრაფოდ მიაწოდოს ათიათასობით საარტილერიო ჭურვი.
ამის შესახებ CBC News კანადის თავდაცვის დეპარტამენტის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
წყაროები ამბობენ, რომ კანადის მთავრობას შეუძლია 30 მილიონი აშშ დოლარი (22 მილიონი დოლარი) დახარჯოს ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის მიერ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის გახსნაზე შემოთავაზებული გეგმის განსახორციელებლად.
პაველის თქმით, ჩეხეთმა აღმოაჩინა ნატოს სტანდარტული კალიბრის (155 მმ) 800 ათასამდე ჭურვი, რომელიც მას შეუძლია რამდენიმე კვირაში გაგზავნოს უკრაინაში, თუ დაფინანსებას მიიღებს.
კანადის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა განაცხადა, რომ ოტავა ჩეხებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
"მე ხელი მოვაწერე ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩვენს ერთ-ერთ ევროპელ მოკავშირესთან, ჩეხეთთან, იმ საბრძოლო მასალის შესაძლო შეძენასთან დაკავშირებით, რომელიც მათ ამჟამად აქვთ, რაც საშუალებას მოგვცემს... უფრო სწრაფად მივაწოდოთ იგი უკრაინას, როგორც კი გავაძლიერებთ საკუთარ წარმოება," - თქვა ბლერმა ორშაბათს.
მანამდე მიუნხენში დანიამ ევროპას მოუწოდა, არ დაიმალოს იარაღის წარმოების პრობლემები.