ახალი ამბები

02:31 | 10 სექტემბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი

FT: CIA-ის დირექტორი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში უფრო დიდ როლს შეასრულებს

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, ჯონ რეტკლიფი

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, ჯონ რეტკლიფი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში უფრო დიდი როლის შესასრულებლად ემზადება.

ვითარების არსი: ინფორმაციას თავის წყაროებზე დაყრდნობით, Financial Times ავრცელებს -  გადაწყვეტილების შესახებ ევროპელ კოლეგებს ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა აცნობეს. 

  • წყაროს ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს, რომ რეტკლიფი პროცესში ჯარედ კუშნერისა და სტივ უიტკოფის პარალელურად ჩაერთვება.
  • ევროპელი კოლეგები, რომლებიც უკმაყოფილოები არიან სტივ უიტკოფის მიდგომებით გადაწყვეტილებას ენთუზიაზმით შეხვდნენ. 

ჩაშლილად: მასალის ავტორების ცნობით, მომლაპარაკებელთა გუნდის შემადგენლობის ცვლილებაზე ტრამპის ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში, მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სამშვიდობო პროცესი ჩიხში შევიდა. 

  • თეთრ სახლში უარყოფდნენ ცნობებს, თავის მხრივ მოლაპარაკებების პროცესში რეტკლიფის ჩართულობის ზრდის შესახებ გავრცელებულ ცნობებს "მცდარი" უწოდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელმა. 

დიდი სურათი: გასულ აგვისტოს ჯონ რეტკლიფი მოულოდნელი ვიზიტით ეწვია რუსეთს - დასავლური მედიების ცნობით, სააგენტოს დირექტორის მთავარი გზავნილი რუსი კოლეგების მიმართ ომის დროულად დასრულებისკენ მოწოდება იყო, რადგანაც ამერიკელების აზრით, 6 თვის შემდეგ რუსეთი უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.

  • Financial Times-ის ცნობით, რეტკლიფს თავდაპირველად დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან, თუმცა რუსეთის ლიდერმა აუდიენცია მას შემდეგ გააუქმა, რაც რეტკლიფის გზავნილის შინაარსი გაიგო. 
  • თავის მხრივ შეხვედრის გაუქმებას უარყოფენ კრემლში და ამბობენ, რომ ეს საერთოდ არ იგეგმებოდა - დმიტრი პესკოვის თქმით, მომლაპარაკებელთა გუნდის ცვლილებაზე არ ულაპარაკიათ დონალდ ტრამპს და ვლადიმირ პუტინს მათი უკანასკნელი სატელეფონო საუბრის დროს. 

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე