ხადარკოვსკი:"ომის მოწინააღმდეგეებმა დროებით პრიგოჟინს უნდა დაუჭირონ მხარი"

რუსეთში მიმდინარე სამხედრო კრისიზე მიხეილ ხადარკოვსკიმ განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, არსებულ კონტექსტში, რეჟიმის მოწინააღმდეგეებმა მხარი ევგენი პრიგოჟინს უნდა დაუჭირონ. 

"უცნაურად ჟღერს, მაგრამ ომის მოწინააღმდეგე რუსებმა, დროებით მხარი ევგენი პრიგოჟინს უნდა დაუჭირონ. ის არ არის ჩვენი მოკავშირე, მაგრამ მისი მარში, ამ მომენტში პუტინისთვის დიდი დარტყმაა. ყველაფერი, რაც რეჟის ასუსტებს, მისაღებია."- განაცხადა ხადარკოვსკიმ. 

მიხეილ ხადარკოვსკი რუსეთის უმდიდრესი ადამიანი იყო, სანამ ვლადიმერ პუტინი, საკუთარი საპრეზიდენტო კარიერის საწყის წლებში, მას საჩვენებლად დააკავებდა და მრავალი წლით ციხეში გამოკეტავდა. 

ხადარკოვსკი ახლა ევროპაში ცხოვრობს, საიდანაც რუსულ პრო-დემოკრატიულ ჯგუფებსა და აქტივისტებს მხარს უჭერს. 

-----

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს შორის დაძაბულმა ურთიერთობამ პიკს 23 ივნისს მიაღწია, როდესაც ვაგნერის ლიდერმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგი, ვაგნერის მებრძოლების დაბომბვაში დაადანაშულა. 

ამის შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ იგი სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის "მოსაძებნად" მიდიოდა, რა მიზნითაც, საკუთარი სამხედროები, ქალაქ დონის მიმართულებით დაძრა. 

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების, FSB-ს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების შეფასებით, ევგენი პრიგოჟინის გადაწყვეტილება, სამოქალაქო დაპირისპირებისა და ხელისუფლების გადატრიალებას გულისხმობს და ვაგნერელებს შეჩერებისკენ მოუწოდეს. 

24 ივნის განცხადება გააკეთა ვლადიმერ პუტინმა. მიუხედავად იმისა, რომ მას ვაგნერი არ დაუსახელებია, ღიად ისაუბრა ღალატზე და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯაზე. 

არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ჯარისკაცები წინსვლას განაგრძობენ, ხოლო მოსკოვსა და მის შემოგარენში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. 

 

მსგავსი სიახლეები