კორონავირუსის ახალ შტამს "ომიკრონი" ეწოდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ახალი შტამის B.1.1.529-ის სახელი "ომიკრონი" იქნება.
ჯანმოს ინფორმაციით, აღნიშნული შტამი ძალიან სწრაფად გადამდებია და იმავე კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც "დელტა" ვარიანტი.
თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ ახალი ვარიანტი "დელტა" შტამზე საშიშია.
ბოლო თვეებში პირველად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ შტამზე განაცხადა, რომ აღნიშნული ვარიანტით შეშფოთების საფუძველი არესებობს.
ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ სამხრეთ აფრიკიდან ფრენები დროებით შეაჩერა.