კრემლმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმი გაურკვეველი ვადით გადადო - Meduza

რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების შემოერთების შესახებ რეფერენდუმის თარიღი გაურკვეველი ვადით გადაწია. 

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Meduza ავრცელებს

გამოცემის წყაროების ცნობით, ამის მიზეზი ბოლო დღეებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ წამოწყებული კონტიერიში გახდა. 

მასალაში ნათქვამია, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები უკვე დატოვეს იმ პოლიტ-ტექნოლოგებმა, რომლებიც რეფერენდუმების მოსამზადებელ სამუშაოებში იყვნენ ჩართულები. 

გამოცემის წყაროს ცნობით, პოლიტიკური ტექნოლოგიების სპეციალისტები ამ დროისთვის მხოლოდ ხერსონში იმყოფებიან. 

რეფერენდუმის თარიღის გადატანის მიზანშეწონილობაზე ისაუბრა რუსეთის მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა 2 დღის წინ - ანდრეი ტურჩაკის თქმით, უმჯობესი იქნება თუ კი რეფერენდუმები 4 ნოემბერს, რუსეთის ეროვნული ერთიანობის დღეს ჩატარდება. 

კონტექსტი

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში აქტიურად საუბრობენ ოკუპირებულ ტერიტორიების ანექსირების გეგმაზე, მათ შორის საუბარია 2014 წელს ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკების ანექსირებაზეც. ამის საშიშროებაზე და მიმდინარე სამუშაოებზე ხშირად საუბრობს დასავლური დაზვერვაც. 

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა სრულად დაიკავა ლუჰანსკის ოლქი, ასევე დონეცკის ოლქის დაახლოებით 60% და ხერსონის, ხარკოვისა და ზაპოროჟიის ოლქის ნაწილებიც. 

ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთმა დროებითი სამხედრო ადმინისტრაციები ჩამოაყალიბა. რუსეთის მარიონეტები ღიად საუბრობდნენ რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმების ჩატარების გეგმაზე. 

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რეფერენდუმები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე 11 სექტემბერს ჩატარდებოდა - ეს რუსეთში ერთიანი ხმის მიცემის დღეა. 

მიუხედავად ამისა, უკრაინის წარმატებული წინააღდეგობის ფონზე მალევე გაჩნდა კითხვები თუ რამდენად მოახერხებდა რუსეთი დათქმული თარიღისთვის ე.წ. რეფერენდუმების ორგანიზებას. 

აგვისტოს ბოლო Meduza პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ დონბასში წარმოქმნილი და მოულოდნელი სამხედრო სირთულეების ფონტზე კრემლს შესაძლოა ოკუპირებული ტერიტორიების ანექსირების შესახებ რეფერენდუმის თარიღის გადატანა მოუწიოს. 

მსგავსი სიახლეები