კვლევა: უკრაინელების 87% ზელენსკის საქმიანობას დადებითად აფასებს
უკრაინაში ყველაზე დიდი პოპულარობით პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ჟურნალისტი სერგეი პრიტულა, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი სარგებლობენ. ამას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომლის შედეგებიც NDI-ის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
რესპონდენტებს სთხოვეს ეპასუხათ კითხვაზე, მოსწონთ თუ არა სიაში მყოფი ესა თუ ის საზოგადო მოღვაწე. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სიმპათიებით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლიდერობს (87%).
მეორე ადგილზე ჟურნალისტი და შოუმენი სერგი პრიტულაა 77%-ით. ის განსაკუთრებით პოპულარული რუსეთის აგრესიისას გახდა, როდესაც უკრაინაში Baratkar TB2-ების თანხის შესაგროვებლად კამპანია დაიწყო, ასევე ის ცნობილია ანტირუსული საჯარო გამოსვლებით.
მესამე ადგილს კიევის მიერ ვიტალი კლიჩკო იკავებს 63%-ით. თითქმის ამდენივე ადამიანს, 62%-ს მოსწონს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი.
მეხუთე ადგილზე კი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩია - 52%
ყველაზე დიდი უარყოფითი რეიტნგი კი უკრაინის მეხუთე პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს (74%), ოპოზიციური პარტია "ბატკივშინას" ლიდერ იულია ტიმოშენკოს (71%) და აკრძალული პრო-რუსული პარტიის, "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" ლიდერს, დეპუტატ იური ბოიკოს (72%) აქვთ.
კვლევა "შესაძლებლობები და დაბრკოლებები უკრაინის დემოკრატიული გარდაქმნის გზაზე" 2022 წლის 2 აგვისტოდან 9 აგვისტოს ჩათვლით სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით, CATI პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით ჩატარდა. გამოიკითხა 2510 უკრაინელი. ცდომილების ზღვარი 2.2%-ს არ აღემატება.