ლატვია აძლიერებს სასაზღვრო კონტროლს რუსულ და ბელორულ საქონელზე
25 აგვისტოდან, ლატვიის სურსათისა და ვეტერინარული სამსახური გაძლიერებულ კონტროლს დაიწყებს რუსულ და ბელორუსულ საქონელზე სასაზღვრო პუნქტებზე.
ამის შესახებ Delfi წერს.
გაძლიერებული ტესტირება ტარდება ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობისთვის, ასევე გარემოსთვის რისკების შესამცირებლად.
დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ კონტროლის გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილება სურსათისა და ვეტერინარიის მთავარი ინსპექტორის ბრძანებით მიიღეს, 2024 წლის 1 აპრილიდან 31 ივლისის ჩათვლით კონტროლის შედეგების შეფასების საფუძველზე.
ამ შედეგებმა აჩვენა, რომ რუსული და ბელორუსული წარმოშობის საკვების პარტიები კვლავ მიიღება კონტროლისთვის, ხოლო მათი უვნებლობის შესახებ კითხვები ისევ არსებობს, განსაკუთრებით ახალი მოსავლის სეზონის დასაწყისში.
გაძლიერებული კონტროლის ზომები ძალაში 2025 წლის 23 თებერვლამდე იქნება.
8 აგვისტოს ესტონეთმა გააძლიერა საბაჟო კონტროლი რუსეთთან საზღვარზე. ეს ზომები ეხება რუსეთ-ესტონეთის საზღვარზე მდებარე ყველა სასაზღვრო პუნქტს - ნარვაში, ლუჰამაასა და კოიდულაში.