მაკრონი და სუნაკი: გვინდა უკრაინამ ომი მოიგოს, ჩვენი მიზანი მათი გაძლიერებაა
უკრაინის დახმარება წარმატებული კონტრიერიშის წამოწყებაში საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის მიზანია. განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ბრიტანეთის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.
რიში სუნაკი პარიზში ვიზიტით იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ლიდერების შეხვედრის მთავარი თემა არ ყოფილა, სუნაკმა და მაკრონმა ამ საკითხზეც ისაუბრეს.
"რუსეთმა არ და ვერ უნდა გაიმარჯვოს მიმდინარე ომში. უახლოეს პერსპექტივაში ჩვენი მიზანია უკრაინის დახმარება წარმატებული კონტრიერიშის მოსამზადებლად",- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
უკრაინაში მიმდინარე ომის თემას გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს პრემიერიც - "ჩვენ გვსურს, რომ უკრაინამ ეს ომი მოიგოს და ჩვენ ერთიანები ვართ ამ საკითხში. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გავაძლიეროთ უკრაინა."
გარდა ამისა, საფრანგეთი და ბრიტანეთი შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად გაწვრთნიან უკრიანელ საზღვაო ქვეითებს. რიში სუნაკის თქმით, განიხილება საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო კოოპერაციას გაღრმავება და სხვადასხვა ტიპის მოწინავე შეიარაღების ერთობლივი შემუშავებაც.
კონტექსტი
სუნაკის ვიზიტის მთავარი თემა ლა-მანშის სრუტის გავლით მიგრანტების ნაკადი იყო, რომლებიც პერიოდულად ბრიტანეთში მიემართებიან. დასავლური პრესაში იწერებოდა, რომ ვიზიტის მიზანი იყო მსოფლიოსთვის იმის დანახვება, რომ პარიზმა და ლონდონმა დაძლის უთანხმოებები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის BREXIT-ის შემდეგ წარმოიშვა.