მაკრონი: საჰარაში ისლამური სახელმწიფოს ლიდერი ლიკვიდირებულია
საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა საჰარაში ისლამური სახელმწიფოს ლიდერის ლიკვიდაცია შეძლეს, რომელმაც 2017 წელს ამერიკელი სამხედროების მკვლელობა დაგეგმა. ამის შესახებ განცხადება ტვიტერზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამოაქვეყნა.
"ადნან აბუ ვალიდ ალ საჰრაუი, ისლამური სახელმწიფოს ლიდერი საჰარაში, ლიკვიდირებულია. ეს არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატება საჰელში ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ," - წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.
მაკრონს ოპერაციის დეტალებზე არ დაუწერია - როდის და სად მოხდა ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის ლიკვიდირება. Associated Press-ის ცნობით, ოპერაცია ნიგერი-მალის საზღვარზე ჩატარდა.