ახალი ამბები

16:17 | 25 მაისი, 2026 — რუსეთი

რუსეთი კიევში "გადაწყვეტილებების ცენტრების" სისტემურ დაბომბვას გეგმავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს გამოაქვეყნა განცხადება კიევში „გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებსა და სამეთაურო პუნქტებზე“ სისტემური დარტყმების დაწყების შესახებ. 

დეტალები: მოსკოვმა მოუწოდა „უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ ქალაქი, ხოლო უკრაინის დედაქალაქის მაცხოვრებლებს, არ მიუახლოვდნენ "ზელენსკის რეჟიმის" სამხედრო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის ობიექტებს“.

  • კიევზე რეგულარული დარტყმების დაწყება საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახსნა „სტარობელსკში, ლუჰანსკის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსსა და საერთო საცხოვრებელზე განხორციელებული სისხლიანი თავდასხმით“, რამაც, მათი თქმით, „მოთმინების ფიალა აავსო“.

კონტექსტი: ეს ესკალაცია ხდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო კამპანიაში არსებული ჩიხის (წინსვლა პრაქტიკულად ნულამდე დაეცა), მოლაპარაკებების სრული შეწყვეტისა და ვლადიმერ პუტინის რეიტინგის ვარდნის ფონზე.

  • მანამდე კრემლი კიევის ცენტრზე მასშტაბური დარტყმით იმუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუ „გამარჯვების დღეს“ მოსკოვზე დრონებით თავდასხმა მოხდებოდა.


ასევე ნახე