Meduza: რუსეთი 1.2 მილიონი ადამინის მობილიზებას გეგმავს

21 სექტემბერს გამოცხადებული "ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის" ფარგლებში რუსეთი 1.2 მილიონი მოქალაქის მობილიზებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Meduza ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

ამასთანავე, გამოცემის ინფორმაციით, მოსკოვში სულ 16 000-ის, ხოლო სანქტ-პეტერბურგში კი 3 200 ადამიანის მობილიზება იგეგმება.

გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ ხელმძღვანელობიდან წამოვიდა დირექტივა, რომ მობილიზაციის ღონისძიებები რაც შეიძლება ნაკლებად შეეხოს მსხვილ რაიონულ ცენტრებს და ძირითად სოფლის ტიპის დასახლებებზე ფოკუსირდნენ, სადაც "არ არის მედია და ოპოზიცია". 

კონტექსტი

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სერგეი შოიგუს თქმით, სულ 300 ათასი მოქალაქის მობილიზება იგეგმება. 

მობილიზაციის შესახებ გამოცემულ ოფიციალურ განკარგულებაში არის ერთ საიდუმლო პუნქტიც, რომელიც Hовая Газета-ს ევროპული რედაქციის ცნობით, განკარგულების მეშვიდე პუნქტი მობილიზებული მოქალაქეების ჯამურ რაოდენობას ეხება. 

გაზეთის ინფორმაციით, რუსეთის ხელმძღვანელობა ჯამურად 1 მილიონი ადამიანის მობილიზებას გეგმავს. 

Meduza-ს და Hовая Газета-ს გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა. 

მსგავსი სიახლეები