მეწყერის შედეგად პერუში 15 ადამიანი გარდაიცვალა

პერუში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 20-მა სხეული დაზიანება მიიღო. 

სამაშველო სამსახურების ცნობით, კიდევ ორი ადამიანი დაკარგულია და ამ დრომდე იძებნებიან. 

ბუნებრივი კატაკლიზმის შედეგად, ძირითადი დარტყმა ოთხმა სოფელმა მიიღო, რაც სხვადასხვა სახით, ჯამში 12,000 ადამიანს შეეხო. 

მეწყერის შედეგად დაზარალებულ რეგიონში მოითხოვენ, რომ პერუს მთავრობამ საგანგებო სიტუაცია შემოიღოს. 

სამაშველო საქმიანობა ამ დრომდე მიმდინარეობს, სავარაუდოა, რომ დაზარალებულთა რიცხვი კვლავ გაიზრდება. 

მსგავსი სიახლეები