МИД: არსებული ფორმით აშშ-ს იდეები მიუღებელია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ვაშინგტონის მიერ გაჟღერებულ სამშვიდობო გეგმა არ ითვალისწინებს კონფლიქტის ფუნდამენტური მიზეზის მოგვარებას, ეს კი რუსეთისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხია. 

State Of Play: ამის შესახებ სერგეი ლავროვის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა გაზეთ მეჟდუნაროდნაია ჟიზნ-თან ინტერვიუში განაცხადა. რიაბკოვი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიპლომატია, რომელიც 2021 წლის შემოდგომაზე აშშ-სთან მიმდინარე დიპლომატიურ პროცესში სამინისტროს დელეგაციას ხელმძღვანელობდა. 

 

  • "ამერიკელების შემოთავაზებულ იდეებს საკმაოდ სერიოზულად აღვიქვამთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ეს ყველაფერი არსებული ფორმით მივიღოთ. ცხადია, ჩვენ გვაქვს, ღრმად გაანალიზებული პრიორიტეტების კომპლექსი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობდა მათ შორის ცოტა ხნის ამერიკელებთან გამართულ მოლაპარაკებებზეც"- ამბობს რიაბკოვი. 

  • МИД-ის მაღალჩინოსნის თქმით, ამ მომენტისთვის თეთრი სახლის მთავარი პრიორიტეტი ცეცხლის შეწყვეტაა, ხოლო კონფლიქტის ფუნდამენტური მიზეზებთან დაკავშირებით ამერიკის წინადადადებები არ ჩანს. 

Big Picture: რიაბკოვის კომენტარი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და კრემლს შორის რიტორიკული გამწვავების ფონზე გავრცელდა. დონალდ ტრამპთან გამართული მოლაპარაკებებში ვლადიმირ პუტინმა სრულფორმატიანი ზავის სანაცვლოდ აშშ-ს მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარებისა და ქვეყანაში მობილიზაციის შეწყვეტა მოითხოვა

  • კრემლის პოზიციის გამო სრულფორმატიანი ზავის სანაცვლოდ მხარეები ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტას განიხილავდნენ, რომელიც ენერგეტიკულ ობიექტებსა და შავი ზღვის აკვატორიაში შეტევების შეწყვეტას გულისხმობდა, თუმცა ეს შეთანხმების ბედიც ჯერჯერობით გაურკვეველია.

  • 28 მარტს ატომური წყალქვეშა ფლოტის წარმომედგენლებთან შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმებისთვის აუცილებელია უკრაინაში საგარეო მმართველობის შემოღება. 
  • პუტინის თქმით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ უკრაინის მთავრობაში "ქმედუნარიანი" ძალები მოვიდნენ, რომელთან შეთანხმება მყარი იქნება. 

  • პუტინის განცხადებებს იმავე დღეს გამოეხმაურა აშშ-ს უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყნის მმართვის საკითხი კონსტიტუტიციის და უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია. 

 

Context: რუსეთის მხრიდან წამოყენებულ მოთხოვნებს ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა დონალდ ტრამპი - მისი თქმით, ის "გაცოფებული" იყო, როდესაც პუტინმა მასთან უკრაინის მთავრობის ცვლილებებზე დაიწყო საუბარი. 

  • ამავე ინტერვიუში დონალდ ტრამპი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში რუსული ნავთობისთვის მეორადი ტარიფების დაწესებით დაიმუქრა. მისი თქმით, იმ კომპანიებისა და ქვეყნებისთვის, რომლებიც შეიძენენ რუსულ ნავთობს შეუძლებელი იქნება ამერიკაში ბიზნესის კეთება. 

 

 

მსგავსი სიახლეები