მილიონ უკრაინელზე მეტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი - ტიმოშენკო

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის, კირილო ტიმოშენკოს განცხადებით, რუსების მიერ სამოქალაქო ინფრასტრიქტურაზე მიტანილი იერიშების შემდეგ, დაახლოებით, ერთ მილიონ უკრაინელზე მეტს, ელექტროენერგია არ მიეწოდება. 

ელექტროენერგიის გარეშე კიევის ზოგიერთი ნაწილიც დარჩა, და როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, აღდგენას "რამდენიმე დღე ან კვირა" დაჭირდება. 

ვოლოდიმირ ზელენსკის კიდე ერთი მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, კრემლის მცდელობას ლტოლვილთა კიდევ ერთი ტალღის შექმნა წარმოადგენს, რომელბიც ევროპისკენ გაეშურებიან. 

თავის მხრივ, კრემლში ადასტურებენ, რომ იერიშები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გეგმაზომიერად მიიტანეს.

მსგავსი სიახლეები